Tag Archives: სიმპტომურია

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

ადენოლეიკოდისტროფია

ლალი დათეშიძე

ადენოლეიკოდისტროფია – დემიელინიზირებადი მემკვიდრეობითი დაავადება. ბავშვებში ვლინდება ჭკუასუსტობის თანდათანობითი განვითარებით, მხედველობის ნერვის ატროფიით, დამბლით, ატაქსიით, მეტყველებისა და ყლაპვის დარღვევებით, სმენის დაქვეითებით, ეპილეფსური შეტევებით, ზოგჯერ პოლინევროპათიისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნებით.

Read More