Tag Archives: სისხლით

შეგუბებული ფილტვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგუბებული ფილტვები – (pulmones  congestivi)მარცხენაპარკუჭოვანი ან მარცხენაწინაგულოვანი უკმარისობის კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფილტვების ვენური სისხლძარღვების სისხლით გადავსება; ხასიათდება ქოშინით, უპირატესად ფილტვების ქვედა უკანა ნაწილებში, ხშირად სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სისხლდენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვის სეკვესტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სეკვესტრაცია – 1. (ლათ. Sequestratio განცალკევება, გამოცალკევება) განვითარების მანკი, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის უბანი ვითარდება ფილტვის ბრონქული სისტემიდან იზოლირებულად  და მისი სისხლით მომარაგება ხდება აბერანტული  სისხლძარღვით, რომელიც გამოდის აორტიდან. 2.  განვითარების თანდაყოლილი მანკი – ბრონქიალური სისტემიდან იზოლირებული ფილტვის უბანი, რომლის სისხლმომარაგებას ახდეს აორტიდან გამომავალი დამატებითი სისხლძარღვი.

Read More