Tag Archives: სისხლძარღვოვანი მომჭერი

ნეგუსის მომჭერი

 ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” გრძელი, ბლაგვბოლოებიანი, მოხრილი,  ქირურგიული ინსტრუმენტი (სურ. 1.18) (იხ. სისხლძარღვოვანი მომჭერი). აგებულება: –  მომჭერი ბოლოვდება რკალისებურად მოხრილი ბრანშებით; – ბრანშებს შიგნითა ზედაპირზე, აქვს განივი ჩანაჭდევები. დანიშნულება: –  ჭრილობის სიღრმეში სისხლძარღვის (არტერიის)  ლიგირება (გადაკვანძვა). სისხლძარღვი      ჯერ ფიქსირდება       სწორი,  სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერით, ხოლო შემდგომ ლიგირებისთვის გამოიყენება ნეგუსის არტერიული მომჭერი.   ________________________________________ ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები

Read More

სისხლძარღვოვანი მომჭერი

,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ბლაგვბოლოებიანი, მოხრილი,  ქირურგიული ინსტრუმენტი. დანიშნულება: ა) ოპერაციის  დროს (თირკმელზე, ელენთაზე და სხვა)  მაგისტრალური სისხლძარღვების  გადაჭერა  სისხლის მიმოქცევის დროებითი შეწყვეტის მიზნით; ბ) სისხლძარღვების დროებითი გადაჭერა,   მათი მთლიანობის (სისლძარღვოვანი ნაკერების ფორმირება) ან გამავლობის აღდგენისას; სისხლის დენის შესაჩერებელი მომჭერისაგან განსხვავებით, სისხლძარღვოვანი მომჭერის  ბრანშებს ფიგურული აგებულება და კრემალიერს დიდი რაოდენობით კბილები   აქვს, რაც ნაზი რეგულირების საშუალებას იძლევა

Read More