Tag Archives: სისხლძარღვს

ლიგატურა მედიცინაში

ლიგატურა მედიცინაში – ძაფი, რომლითაც კვანძავენ სისხლძარღვს ან რომელსაც ტოვებენ ჭრილობაში ოპერაციის შემდეგ ქსოვილთა შესაერთებლად. შემოიღო ა. ცელსიუსმა I საუკუნეში. ლიგატურა იხმარება სისხლდენის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად და ლიგატურიანი ნაკერის დასადებად. ლიგატურისთვის იყენებენ აბრეშუმის, კაპრონის ბამბისა და სელის ძაფს, კეტგუტს და სხვ. [“1”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

გარეთა გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარეთა გარსი – – ადვენტიცია (tunica externa – adventitia) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, ნერვებს. ზოგჯერ სისხლძარღვს იცავს ზედმეტი დაძაბულობისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა