Posts Tagged ‘სიყვითლე’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ცვლილებები; ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება ღვიძლის ციროზი. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით; ჩვენების მიხედვით ტარდება ღვიძლის ბიოფსია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2179 times by 421 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლედოქის ვენტილური ქვა – ნაღვის საერთო სადინრის ტერმინალური ნაწილის დაცობის დროს წაროიქმნება ღვიძლის კოლიკა, სიყვითლიე, ტემპერატურის მატება (შარკოს ტრიადა). ნაღვლისმიერი ჰიპერტეზიის გამო ქოლედოქი იჭიმება, კენჭი თითქოსდა ამოტივტივდება, ტკივილი და სიყვითლე კლებულობს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1309 times by 228 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლანგიტი – ნაღვლის სადინრების არასპეციფიკური ანთება. ხშირად კომბინირებულია ქოლედოქოლითიაზთან, ნაღვლის საერთო სადინრის ცისტებთან, ნაღვლის სადინრების კიბოსთან. სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტის არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც საკმაოდ ხშირად რთულდება ქოლანგიტით. დაავადება ჩვეულებრივ იწყება ტკივილის შეტევით, რომელიც მოგვაგონებს ღვიძლის კოლიკას (ქოლედოქოლითიაზის გამოვლინება), რის შემდეგაც სწრაფად ვლინდება მექანიკური სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, კანის ქავილი. დათვალიერებისას ვლინდება კანის იქტერულობა, კანზე განაკაწრები, ენა სველია და ნადებითაა დაფარული, მუცელი შებერილი არ არის. მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების გარკვეული რიგიდობა მარჯვენა ნეკნქვედა არეში, მტკივნეულობა, ღრმა პალპაციით ისინჯება ღვიძლის გადიდებული ზომები, მისი კიდე დამრგვალებულია; ტემპერატურა ზოგჯერ ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნება. სისხლში - ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. ჰიპერბილირუბინემია, - ძირითადად პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ტუტე ფოსფატაზის მომატება, ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მომატება ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური დაზიანების გამო. დიაგნოსტირებაში გვეხმარება ღვიძლის და ნაღვლგამომტანი სადინრების ულტრაბგერითი გამოკვლევა. გართულებები: ღვიძლის მრავლობითი აბსცესების ფორმირება, სეფსისი, ღვიძლ – თირკმლის უკმარისობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 3087 times by 349 viewers


