Tag Archives: სტატიკურ

ექსტრაპირამიდული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსტრაპირამიდული სისტემა – ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურების ანატომიურ – ფუნქციური გაერთიანება, რომელიც მონაწილეობს მოძრაობისა და კუნთოვანი ტონუსის რეგულაციაში და დაკავშირებული არაა კორტიკოსპინურ ტრაქტებთან. მათ მიეკუთვნება ბაზალური განგლიები, მათი კავშირები ღეროს რეტიკულურ ფორმაციასთან, ნათხემთან, დიდ ნახევრსფეროებთან. აკონტროლებს და კოორდინაციას უწვეს პოსტურალურ სტატიკურ შემანარჩუნებელ და ლოკომოტორულ მექანიზმებს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

დოიჩლენდერის დაავადება

დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი