ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: მასირებული (კატასტროფული), უეცარი და მწვავე, რომლებიც იწვევენ ადამიანის ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრ დათრგუნვას (იხ. სტრესი; დისტრესი;
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სულიერი განწყობილება – (ფსიქოლოგია) შინაგანი მდგომარეობის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კომფორტის სუბიექტური შეგრძნება. შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც რაღაცა განზოგადებულის შეფასებითი მახასიათებელი (კარგი, ცუდი, სიმხნევე, სისუსტე და სხვ.), ასევე როგორც ლოკალიზებული, განცდათა გარკვეულ ორგანოების, ფუნქციების, სისტემების მიმართ: სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დისკომფორტის ნიშნები, გარკევული მოტორული და კოგნიტიური აქტების შესრულების გაძნელება