გუნთერის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუნთერის დაავადება – ქრონიკული თანდაყოლილი (ფოტოსენსიტური) პორფირია, ერითროპოეზური პორფირია. ეკუთვნის გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ხშირია მამრობით სქესში. ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ აღენიშნება წითელი ფერის შარდი. დამახასიათებელია ძლიერი მგრძნობელობა სინათლისადმი, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შემცირებულია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პორფირინებს.