Tag Archives: სხეულის

ჰოლმსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის სიმპტომი – გულის ორტოდიაფრაგმის გამოხატული გაფართოება ფუძესთან, როდესაც ავადმყოფი წევს და სხეულის ქვემო ნახევარი აწეული აქვს ზევით (ტრენდელენბურგის მდებარება) და დიაფრაგმის მიდამოში, როდესაც ავადმყოფი ფეხზეა. დამახასიათებელია ექსუდატიური პერიკარდიტისათვის. [“3”] გაფრთხილება!  

ცუმბუშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცუმბუშის სინდრომი – წითელი ბრტყელი ლიქენის ატროფიული ან სკლეროზული ფორმა. ეტიოლოგია უცნობია, წარმოადგენს დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულს. სხეულის ზედა ნაწილში, ზედა კიდურებზე, სასქესო ორგანოებსა და ანუსის მიდამოში არის ერთეული ან შეჯგუფული პატარა, ბრტყელი, ფაიფურისებრივად თეთრი კვანძები, ზოგჯერ მწვერვალის ჩაღრმავებით, უფრო გვიან პერიოდში ამ ადგილში რჩება წვრილი, ატროფიული, შეჭმუხვნილად

Read More