Tag Archives: ტეტრად

ტეტრადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრადები – (ბერძნ.tetras, tetrados  –  ოთხი)  –  განვითარებადი სასქესო  უჯრედების ( პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების) ქრომოსომული კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილია ბივალენ­ტებით, ე.ი. მეიოზის პროფაზის დროს შეწყვილებული ორი ქრომატიდისაგან. ამრიგად, ქრომატიდების საერთო რიცხვი ბივალენ­ტურ კომპლექსში ოთხის ტოლია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

დიპლონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლონემა – (diplonema ბერძნ.diploos – ორმაგი და nema – ძაფი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზის სტადია, რომელიც პაქინემის მომდევნოა და რომლის დროს იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრო­მოსომებში. ამის შედეგად ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვი­ლები (ბივალენტები) ოთხი ქრომოსომისაგან შედგენილი აღმოჩნდებიან და მათ უკვე ტეტრადები ეწოდება. ამავე

Read More