Tag Archives: ტკაცუნით

ტენდოვაგინიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენდოვაგინიტი – სასახსრე ნაპრალების ანთება. ვითარდება დაზიანებისას, ტრავმის, პანარიციუმის და სხვ. დროს. ვლინდება სახსრის არეში  შეშუპებით, ტკივილით ტკაცუნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More