Posts Tagged ‘ტკივილგამაყუჩებელი’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი) – ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება მშობიარობიდან 1 – 2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვევით, მეტეორიზმი, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. მუცლის ქვედა ნაწილში პალპირდება მოსაზღვრე ღარი, რომელიც შემოფარგლავს ანთებით პროცესს მენჯში. საშოსმხრივი გამოკვლევით თავდაპირველად აღინიშნება საშოს უკანა თაღის მკვეთრი მტკივნეულობა. ბოლო დღეებში მკაფიოდ პალპირდება ექსუდატი, რომელიც გამობერავს საშოს უკანა თაღს გუმბათისებურად. მკურნალობა. მკაცრი წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე; ტკივილგამაყუჩებელი, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ვენაში წვეთობრივად გლუკოზის 5% – იანი ხსნარი (1000 – 1500 მლ), ვიტამინები, საგულე საშუალებები. საშოს უკანა თაღის გამობერვისას და ექსუდატის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგროვებისას – კოლპოტომია და დრენირება. მწვავე მოვლენების ჩაცხრომის შემდეგ – ფიზიოთერაპია და კურორტული მკურნალობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2816 times by 251 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მშობიარობის შემდგომი იშურია – – (ქირურგ.) (შარდის შეკავება) ვითარდება ნაყოფის მენჯის ღრუში გასვლის დროს, მისი თავით შარდის ბუშტის ტრამვის შედეგად, მცირე მენჯის ორგანოების ჰიპოტონიური მდგომარეობების დროს, ჰიპოგასტრალური ნერვების მისრესვის და გაღიზიანების გამო, რის შედეგადაც ვითარდება შარდის ბუშტის სფიქტერის ხანგრძლივი სპაზმი. სიმპტომები, მიმდინარეობა. მშობიარობის შემდეგ მშობიარეს აღენიშნება მოშარდვის მძაფრი სურვილები, თუმცა დამოუკიდებლად შარდის ბუშტის დაცლა არ შეუძლია. შარდვის შეტევებს თან სდევს ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგჯერ, დეტრუზორის ატონიის შემთხვევაში, შარდის ბუშტის შეიცავს 1 ლ – მდე შარდს, ხოლო შარდვის სურვილი არ ვლინდება. დიაგნოზი ისმევა აღნიშნული სიმპტომების საფუძველზე.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2538 times by 237 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მენთოლი – 3 – მეთილ 6 – იზოპროპილციკლოჰექსანოლი, უფერო კრისტალები. ახასიათებს სუსტი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 642 times by 189 viewers


