Posts Tagged ‘ტოკოფეროლი’
ჭორფლი. . . კანის დეფექტი თუ მზის წყალობა?!
”მოსწონს ეს ტანი ქალის. მოხდენილია. ლამაზია. მხოლოდ ეს ჭორფლი რომ არ ჰქონდეს სახეზე…”ასე აღწერს გრიგოლ რობაქიძე თავისი ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს.
მიხეილ ეპშტეინი ნაწარმოებში ”ჭორფლებისა და ხალების კატალოგი”-ში წერს: ”გაზაფხულის ნიშანი ადამიანში ჭორფლია …სამშობლოს ნიშანი ხალი..”
”გაზაფხულზე ქალს ჭორფლი გამოაყარა და . . . მივანებე თავი”-ამბობს მიხეილ ჯავახიშვილის ლიტერატურული პერსონაჟი.
ასეთი განსხვავებულია, სხვადასხვა ეპოქის მწერლებისა და პოეტების დამოკიდებულება ჭორფლისადმი.
”მზის კოცნად, მოციმციმე ვარსკვლავებად და ზოგისთვის კი გაზაფხულისა და სიცოცხლის საწყისად აღიარებული” პიგმენტური გროვები” არაერთგვაროვან ემოციას იწვევს ადამიანში…ვნებას, ხალისს, ახალგაზრდობის შეგრძნებას, სასიამოვნო განწყობას, იზიდავს და განიზიდავს საპირისპირო სქესს…მაშ რატომ და რისთვის შექმნა ადამიანის ბრძენმა ორგანიზმმა და რას წარმოადგენს სინამდვილეში ჭორფლი? Read the rest of this entry »
Viewed 4363 times by 1489 viewers


