Tag Archives: ტოქსინი

ანტიტოქსინი

ანტიტოქსინი (antitoxin) – ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეული ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური ტოქსინების მოქმედებით. ანტიტოქსინს აქვს ტოქსინის განეიტრალების უნარი. ანტიტოქსინები მიეკუთვნება იმუნოგლობულინების G კლასს (IgG). პირველად ანტიტოქსიკური შრატი (ანტიდიფტერიული) მიღებული იყო ე. რუს მიერ 1894 წელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ანაფილატოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანაფილატოქსინი – (ანაფილაქსია + ტოქსინი) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანაფილაქსიის დროს და იწვევს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვას, სისხლძარღვთა განვლადობის გაზრდას, პოხიერი უჯრედების დეგრანულაციასა და ჰისტამინის გამოთავისუფლებას. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი