Tag Archives: ტროფობლასტის

ციტოტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტროფობლასტი – (cytotrophoblastus ბერძნ. cytos – უჯ­რედი და იხ.ტროფობლასტი) – ტროფობლასტის შიგნითა შრე, რომელიც შედგება კუბურ უჯრედთა (trophoblastocyti) ერთი შრისაგან. ციტოტროფობლასტის გარეთ მდებარეობს ტროფობლასტის სიმპლასტური ნაწილი – პლაზმოდიოტროფობლასტი. ტროფობლასტის მასალის დიფერენცირება უჯრედულ და სიმპლასტურ ნაწილად მიმდინარეობს ადამიანის ჩანასახის ინპლანტაციის დროს. ციტოტროფობლასტს უწოდებენ აგრეთვე ლანგჰანსის შრეს. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ტროფობლასტური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფობლასტური დაავადება – ტროფობლასტის დაავადება, რომლიდანაც ფორმირდება პლანცეტა, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის, მშობიარობის ან აბორტის  შემდეგ პერიოდში. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება მარტივი (არაინვაზიური) და დესტრუირებული (ინვაზიური) ბუშტნამქერი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნე – ქორიონეპითელიომა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა