Tag Archives: ტუჩებისა

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი – (G. Gilles de la Tourette, ფრან. ექიმი; სინ. ტურეტის დაავადება)  სახის, კისრისა და მხრის სარტყლის  კუნთების ტიკისებრი ბიძგები, ტუჩებისა და ენის უნებლიე მოძრაობები, ხშირი ჩახველება და ფურთხება, კოპროლალია; ხშირად განპირობებულია ზოლიანი სხეულის დაზიანებით, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ფუნქციური ხასიათი; აღინიშნება ძირითადად ბავშვებში.

Read More

გლოსალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები.

Read More