Tag Archives: უკმარისობასთან

ფუნიკულარული მიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნიკულარული მიელოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი ლარების დეგენერაციული დაზიანებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ვიტამინ B12 უკმარისობასთან. უკანა ბაგირაკების ფუნქციის დარღვევა იწვევს პარესთეზიებსა და გაბუჟებას ტერფებში, ტორტმანით სიარულს. პირამიდული ტრაქტების დაზიანება იწვევს სპასტიურობას კიდურებში, ასევე შარდვის გახშირებას. ზურგის ტვინის პათოლოგიას ხშირად თან

Read More

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More