Posts Tagged ‘უკმარისობა’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰიპოფიზური უკმარისობა – (პანჰიპოპიტუიტარიზმი, დიენცეფალურ – ჰიპოფიზური კახექსია, სიმონდსის დაავადება) დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის გამოთიშვით ან დაქვეითებით, პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების მეორადი ჰიპოფუნქციით. ეტიოლოგია. ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის დაზიანება ინფექციების (სეფსისი, ენცეფალიტები, ტუბერკულოზი), სარკოიდოზის, ტრავმების, სიმსივნეების დროს ან სისხლძარღვოვანი დაზიანებების შედეგად. პათოგენეზი. ჰიპოფიზის კორტიკოტროპული, გონადოტროპული, თირეოტროპული ფუნქციის გამოთიშვა ან დაქვეითება იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, სასქესო ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების ხარისხზე. სიმპტომები: სისუსტე, ადინამია, აპათია, მოდუნება, მადის დაქვეითება, სხეულის მასის პროგრესირებადი დაქვეითება, კახექსია (სიმონდსის დაავადების დროს); ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის სიმპტომები, კანის საფარველის სიმშრალე, სიფერმკრთალე, თმის დაცვენა თავზე, ბოქვენზე, იღლიისქვეშა ფოსოებში, წარბების გაცვენა, ძვლების მტვრევადობა, სახის შეშუპება, მცივანობა, დამუხრუჭება, ძილიანობა, შეკრულობები. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის აქტიურობის დაქვეითებითაა განპირობებული ადინამია, ჰიპოტონია, მიდრეკილება ჰიპოგლიკემიისადმი, დისპეფსური დარღვევები. ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნაციის მოშლა ქალებში იწვევს ამენორეას, სარძევე ჯირკვლების ატროფიას, მამაკაცებში - იმპოტენციას. დიენცეფალური პათოლოგია შესაძლებელია გამოვლინდეს ძილის დრაღვევებით, პოლიდიფსიით, ბულემიით. შიხენის დაავადების დროს შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჰიპოფიზის ტროპული ფუნქციების არაერთდროული და არათანაბარი გამოვარდნა, ამა თუ იმ ჯირკვლის ჰიპოფუნქციით. საწყისი სიმპტომებია: სისუსტე, თავბრუსხვევა, ანორექსია, აგალაქტია, ამენორეა. კლინიკურ სურათში ხშირად პირველ პლანზე გამოდის ჰიპოკორტიციზმის სიმპტომები. გამოფიტვა, როგორც სიმონდსის დაავადების დროს, არ აღინიშნება. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, კლინიკას, სისხლში და დღე – ღამის შარდში 17 – ოქსიკორტიკოსტეროიდების შემცველობის დაქვეითებას; ხერხემლის რენტგენოლოგიური გამოკვლევით არაიშვიათად აღინიშნება ოსტეოპოროზის მოვლენები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 7828 times by 724 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1313 times by 309 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები – ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ერთ - ერთი ვიტამინის იზოლირებული შეფარდებითი ან სრული უკმარისობა. ჰიპოვიტამინოზებისა და პოლიავიტამინოზებისა პათოგენეზში საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ვიტამინების ურთიერთზეგავლენა, მათ სინერგიზმი და ანტაგონიზმი. კლინიკური სურათი პოლიმორფულია, მაგრამ ძირითადად ვლინდება იმ ვიტამინების უკმარისობის სიმპტომებით, რომელთა ორგანიზმში შესვლა და უტილიზაცია განსკუთრებითაა დარღვეული. განსაკუთრებით ხშირია სისუსტე, მეხსიერების, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, ქოშინი ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვის დროს. მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს შეწოვის დარღვევის სინდრომს, ინიშნება ვიტამინური პრეპარატები, ვიტამინის პარენტერალური შეყვანა. პროფილაქტიკა. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლის დროსაც ირღვევა საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვა; ვიტამინოთერაპიის ჩართვა საჭმლის მონელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მკურნალობის კურსში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 3669 times by 457 viewers


