Tag Archives: უროდინამიკის

ცდომილი თირკმელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილი თირკმელი – (სინ. ნეფროპტოზი) ზომაზე მეტად მოძრავი თირკმელი ჰემო – და უროდინამიკის (შარდის გამოყოფის) დარღვევით, წარმოქმნილი თირკმლის საფიქსაციო აპარატის სისუსტით. შესაძლებელია მიზეზი გახდეს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურეთროპლასტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეთროპლასტიკა – (ბერძ. Urethra შარდსადენი + plastike გამოქანდაკება, პლასტიკა) ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ტარდება შარდსადენის აღსადგენად მისი შეძენილი ან თანდაყოლილი ანატომიური დეფექტებისას, რაც იწვევს მის გაუვალობას ან უროდინამიკის დარღვევას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა