Tag Archives: უყაითნო

ნაწლავის კრიპტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის კრიპტა – (crypta intestinalis ბერძნ.crypta – ფარული, მიწისქვეშა) ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ლულისებრი ჩაღრმავება, ლოკალიზებული ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფი­ტაში. ეპითელიუმი შედგება ყაითნოვანი, ფიალისებრი, ენდოკრინული, არგიროფილური, აციდოფილურ – მარცვლოვანი ნაწლავის უჯრედებისა და არადიფერენცირებული (მცირედდიფერენცირებული) უყაითნო ეპითელიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

არადიფერენცირებული ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არადიფერენცირებული ეპითელიოციტი – მცირედდიფე­რენცირებული / უყაითნო / (epitheliocytus nondifferentiativus ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი; ლათ.differentiatio – დიფერენციაცია, დაყოფა) ნაწლავის კრიპტის ეპითელიუმის უჯრედი – ენტეროციტი, კრიპტებისა და ხაოების ეპითელიოციტების რეგე­ნერაციის წყარო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More