Tag Archives: უწვრილესი

ულტრაფაგოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრაფაგოციტოზი – (ultraphagocytosis ლათ.ultra – ზე, ბერძნ.phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) რეტიკულურ – ენდო­თელური სისტემის უჯრედების უნარი, შთანთქას უწვრილესი კოლოი­დური ნაწილაკები. ამ მოვლენას აღნიშნავენ აგრეთვე ტერმინით, „კო­ლოი­დოპეკსია“. ულტრაფაგოციტოზი პინოციტოზისა და რი­ფეოციტოზის კერძო შემთხვევაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ტონოფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონოფიბრილები – (tonofibrillae ბერძნ. tonos  –  დაჭიმვა და ლათ. fibrilla  –  ბოჭკო)  უჯრედების სპეციალური ორგანოიდები მეტაპ­ლაზმური წარმონაქმნების ტიპისა, რომლებიც წარმოიქმნებიან ეპი­თელური  უჯრედების ციტოპლაზმის სპეციფიკური დიფერენცირების შედეგად. მათ აქვს 1 მკმ დიამეტრის წვრილი ძაფების სახე. ტონო­ფიბრილები შედგება 60 – 150 Ao დიამეტრის უწვრილესი კერატინული ბოჭოებისაგან, რომელთაც ეწოდება ტონოფილამენტები,

Read More