Tag Archives: უჯრედია

სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus segmentonuclearis)  ნეიტროფილური გრანულოციტების უმეტესი ნაწილი (60 – 65%) მწიფე უჯრედია. ბირთვი შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული 2 – 3 ან მეტი წილაკისაგან. ციტოპლაზმაში მოვარდისფრო – იისფერი წვრილი ჰეტეროგენული მარ­ც­ვლოვანებაა. აქვს აქტიური ფაგოციტოზის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

საყლაპავის კარდიული ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის კარდიული ჯირკვლები – (glandulae cardiacae oesophagi ბერძნ.oesophagus  –  საყლაპავი)მარტივი დატოტვილი მილაკოვანი ჯირკვლები, რომელთა ტერმინალური ნაწილები კუბური და ცილინდრული  უჯრედებისაგან შედგება. გამომტანი სადინრების ეპითელიუმი ცილინდრულია; ჯირკვლებში მრავალი ენდოკრინული უჯრედია. ჯირკვლის სეკრეტი შეიცავს პეპსინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More