Tag Archives: უჯრედისი

ფილარიატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილარიატოზები – ადამიანის ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰელმინთებით – ფილარიებით. გადამტანებია სისხლმწოვი მწერები. ტროპიკული ჰელმინთოზების ჯგუფი, რომელთა დროს ზიანდება კანქვეშა უჯრედისი, სეროზული გარსები, თვალები, ლიმფური სისტემა. დასნებოვნება ხდება სისხლმწოვი მწერების კბენით. ფილარიატოზებს მიეკუთვნება აკანტოქეილონემატოზი, ბრუგიოზი, ვუქერერიოზი, ლოაოზი, მანსონელოზი, ონქოცერკოზი. დიაგნოზი ემყარება სისხლში მიკროფილარიების აღმოჩენას. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

უჯრედისი

უჯრედისი – 1. (tela cellulosa, tela cellularis)ანატომიაში – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ ცხიმოვანი ქსოვილის ჩანართებით, რომელიც გარს ატყამს შინაგან ორგანოებს, ავსებს ნაპრალებს კუნთებს შორის, სისხლძარღვებს, ნერვებს და მათ ბუდეებს შორის; 2. ბიოქიმიაში – იხ. ცელულოზა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი