Posts Tagged ‘ფეხმძიმობა’
როგორ იცვლება ბავშვი
ნაყოფს ხელებზე უკვე კარგად ემჩნევა თითები და ვენები. თავის ზომა მთელი ნაყოფის ერთ მესამედს შეადგენს. თუ გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, გახსოვდეს, რომ მე–13 კვირას მის საკვერცხეებში 2 მილიონზე მეტი კვერცხუჯრედი წარმოიშვება. გარკვეულწილად, შენს მუცელში უკვე არსებობენ შენი პოტენციური შვილები და შვილიშვილები. ნაყოფი 28 გრამს იწონის, მისი სიგრძე კი დაახლოებით 7 სანტიმეტრია. Read the rest of this entry »
Viewed 6589 times by 2777 viewers
როგორ იცვლება ბავშვი
ამ პერიოდში აღარ ყალიბდება ახალი ორგანოები. სამაგიეროდ, უკვე არსებულნი იზრდება და ვითარდება. ჩნდება რეფლექსები: ლოკალური სტიმულაცია ნაყოფს საშუალებას აძლევს, ამოძრაოს თვალის პატარა ქუთუთოები, გააღოს პირი, გაატოკოს ხელისა და ფეხის თითები. მალე თითები მოხრასა და გაშლას, პირი კი წოვით მოძრაობას იწყებს. თუ საკუთარ მუცელს თითს ოდნავ მიარტყამ, აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას შიგნიდან, თუმცა ამას ჯერ კარგად ვერ იგრძნობ. თირკმელები იწყებენ შარდის გადაგზავნას საშარდე ბუშტში. ამავე პერიოდში, ბავშვის ჩონჩხი იმ ფაზაშია, როდესაც ძვლის ნივთიერება წარმოიქმნება. ხელებისა და ფეხების თითები უკვე გაყოფილია; ფრჩხილები ზრდას განაგრძობს. სხეულზე ჩნდება თმის ცალკეული ნიშნები.
Viewed 4728 times by 2239 viewers
როგორ იცვლება ბავშვი
ფეხმძიმობის მე–11 კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილები დაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან, უწყვეტად ვითარდება და მაგრდება კისერი. ჩასახვიდან მე–11 კვირამდე შენს მომავალ პირმშოს ემბრიონი, 11 კვირიდან დაბადებამდე კი ნაყოფი ჰქვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი სახე სულ უფრო მეტად იღებს ადამიანურ იერს და ფორმირდება შინაგანი ორგანოები; ზოგი მათგანი ფუნქციონირებას იწყებს. ფორმირდება პლაცენტაც.
Viewed 4441 times by 2008 viewers


