Tag Archives: ფიბრინი

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი

განმარტებითი ლექსიკონი პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი – ორგანიზმში არსებული ცილა,რომელსაც ძალუძს წარმოქმნილი თრომბების დაშლა. დღესდღებით  მას ღებულობენ გენური ინჟინერიის მეთოდებით. ეს ცილა მოითხოვს ორგანიზმში ფიბრინის (მისი კოფაქტორის) აუცილებელ არსებობას. მას გააჩნია ფიბრინის ზედაპირზე პლაზმინოგენის აქტივაციის უნარი, რაც განასხვავებს მას პლაზმინოგენის სხვა აქტივატორებისგან (სტრეპტოკინაზა და უროკინაზა).

ფიბრინი

ფიბრინი – უხსნადი ცილა, რომელიც წარმოიქმნება ფიბრინოგენიდან სისხლის შედედების დროს. ფიბრინის ძაფები პოლიმერიზაციისას წარმოქმნის თრომბის საფუძველს, რომელიც აჩერებს სისხლდენას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი