ჟანგბადით მკურნალობა და ჟანგბადის კონცენტრატორი
ჟანგბადით მკურნალობა ოქსიგენოთერაპია ჟანგბადით მკურნალობა – ოქსიგენოთერაპია (ლათ. Oxygenium – ჟანგბადი და თერაპია), ჟანგბადის ხელოვნურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში სამკურნალოდ. ჩვეულებრივ მიმართავენ იმ დაავადებათა დროს, რომელთაც დაერთვის ჰიპოქსემია (გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, პნევმონია, ფილტვის ემფიზემა, სიმაღლის ავადმყოფობა, მხუთავი აირებით მოწამვლა და სხვ.), აგრეთვე რბილი ქსოვილების ზოგიერთი ჩირქოვან – ლპობითი პროცესის (მაგ. განგრენა) და სხვ. დროს.