სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ფლორა’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათია. წარმოიქმნება აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – ინფექციის გავრცელებით პორტული ვენური სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით სეფსისის დროს; ინფექციის პირდაპირი გავრცელებისას მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესები წარმოადგენს მძიმე, ხშირად ჩირქოვანი ქოლანგიტის შედეგს, რომელიც წარმოიქმნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ან ნაღვლის  სადინრების  კიბოს დროს. სხვა მიზეზებს წარმოადგენენ სეფსისი, პილეფლებიტი, რომელიც შეიძლება იყოს დესტრუქციული აპენდიციტის, კოლინჯის დივერტიკულიტის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გართულება. პიოგენური აბსცესები შესაძლებელია იყოს ერთეული, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითია. ერთეული აბსცესი ხშირად მდებარეობს მარჯვენა წილში. ღვიძლში ბაქტერიულ ფლორას ავლენენ დაახლოებით 50% – ში. სეფსისის დროს ამოითესება ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ბილიარული აბსცესის დროს ვლინდება ნაწლავის ჩხირი ან შერეული ფლორა. სიმპტომები, მიმდინარება. ღვიძლის აბსცესი ყოველთვის არის მეორადი დაავადება. ძირითადი დაავადების კლინიკური გამოვლინებების ფონზე ტემპერატურა იძენს ინტერმიტირებად ან ჰექტიურ ხასიათს; ვლინდება შემცივნება, ოფლიანობა, გულისრევა, ქვეითდება მადა. ტკივილი წარმოადგენს გვიანდელ სიმპტომს და ხშირად გვხვდება ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს. ხშირად დიდდება ღვიძლი და ვლინდება მისი კიდეების მტკივნეულობა პალპაცის დროს. ვლინდება კანისა და სკლერების იქტერულობა. სისხლის ანალიზში  -  მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია. სისხლის დათესვისას დაავადების გამომწვევი ვლინდება დაახლოებით 30% – ში, ხშირად სეპტიკური წარმოშობის აბსცესის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს  ვლინდება დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის მაღლა  დგომა და მოძრაობის შეზღუდვა. შესაძლებელია სითხის დაგროვება პლევრის სინუსში; დიაგნოსტიკაში გვეხმარება ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ასევე ღვიძლის სკანირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 5037 times by 453 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავური ფლორა – მიკროორგანიზმები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში ბინადრობენ და საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობენ; სიმბიოზის შემთხვევაა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 554 times by 167 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავის ფლორა – ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველის ნაწლავების მიკროორგანიზმები, რომლებიც ზიანს აყენებენ მასპინძელს. ნაწლავებში მიკრობთა არსებობა სიმბიოზის შედეგია. ნორმალური ნაწლავის ფლორა შედგება: 1. კომენსალებისა და საპროფიტებისაგან და 2. პირობითი ან პოტენციური დამასნებოვლებებისაგან . წვრილი ნაწლავების ზედა ნაწილში ჭარბობენ აერობული სტრეპტოკოკები (ე. წ. ენტეროკოკები), ლაქტობაცილები და საფუვრები. ქვემო ნაწილში უფრო მეტია გრამუარყოფითი ბაქტერიები (უმთავრესად ნაწლავის ჩხირისა და სპოროვნების ჯგუფისა) ნაწლავის ფლორის სახეობრივი და რაოდენობრივი შედგენილობის დარღვევას დისბაქტერიოზი ეწოდება. ნაწლავის ფლორა, მისი შედგენილობა და მდგომარეობა განაპირობებს საჭმლის მომნელებელი პროცესების მიმდინარეობას, რიგი ფერმენტებისა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტ. ნივთიერებების წარმოქმნას. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1702 times by 253 viewers

konsultaciebi

vaka