Tag Archives: ფოლიკულების

ფარისებრი ჯირკვ­ლის ფოლიკულური ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვ­ლის ფოლიკულური ენდოკრინოციტი – (endocrinocytus follicularis glandulae thyroideae / thyrocytus / ბერძნ. endon  –  შიგნით, crinein  –  გამოყოფა, thyra  –  ფარი; ლათ. folliculus  –  ფოლიკული, ბუშტუკი) ფარისებრი ჯირკვლის ჯირ­კვლოვანი  უჯრედები, რომლებიც ქმნიან ფოლიკულების კედლებს და აგრეთვე ინტერფოლიკულურ გროვებს; უჯრედთა ფორმა, მოცულობა და სიმაღლე იცვლება ჯირკვლის ფუნქციური

Read More

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება.

Read More