ერთშრიანი მრავალრიგიანი ეპითელიუმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერთშრიანი მრავალრიგიანი ეპითელიუმი – (epithelium pseudostratificum ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი; ლათ.stratum – შრე) სასუნთქი გზების ერთშრიანი ეპითელიუმი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ფორმისა და სიმაღლის უჯრედებს, რომელთა ბირთვები ქმნიან რამდენიმე რიგს. ყველაზე მაღალ უჯრედებს აპიკალურ ზედაპირზე აქვთ წამწამები.სინ. ეპითელიუმი წამწამოვანი ფსევდომრავალშრიანი (epithelium pseudostratificatum ciliatum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ.