Tag Archives: ფსიქომოტორული

ფუკოზიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუკოზიდოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: მუკოლიპიდოზის სახესხვაობა, რომელიც დაკავშირებულია ალფა – L – ფუკოზიდაზის დეფიციტთან. ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით, რასაც შემდგომში თან ერთვის ტრემორი, სპასტიური ტეტრაპარეზი, სახის ნაკვთების გაუხეშება, ხშირი რესპირატორული ინფექციები. ლეტალობა დგება დაავადების დაწყებიდან 2 – 4 წლის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა – მწვავედ განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევით მასზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან ინფრაწითელი გამოსხივების (სითბური) ხანგრძლივი ზემოქმედებით; სიმპტომები, მიმდინარეობა ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, გაძლიერებული ოფლდენით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, ადინამიით, გულის წასვლით, ხოლო მძიმე შემთხვევებში  –  ფსიქომოტორული აგზნებით, კრუნჩხვებით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. სითბური დაკვრა –

Read More