Posts Tagged ‘ქოლეცისტიტი’
ზოგადი ინფორმაცია
პაპავერინი.PAPAVERINE. კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება – პაპავერინი. Papaverine.მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 20მგ რექტალური სუპოზიტორიის ფორმით.1 სანთელი შეიცავს პაპავერინის ჰიდროქლორიდს 0,02გ, ფუძე სანთლებისათვის.
აქტიური ნივთიერება
პაპავერინი. Papaverine. ქიმიური დასახელება – 1-[(3,4-დიმეთოქსიფენილ)მეთილ]-6,7-დიმეთოქსიიზოქინოლინი (ჰიდროქლორიდის სახით).ბრუტო–ფორმულა: C20H21NO4.პაპავერინს მიაკუთვნებენ მიოტროპული სპაზმოლიტიკების და ვაზოდილატატორების ჯგუფს. CAS-კოდი:58-74-2.

ამავე მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ
ბათაფილინი(Batafillin, Batfarma, საქართველო; Papaverine,Platiphylline, Phenobarbital, Theobromine).
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- სპაზმები სისხლძარღვების
- ჰიპერტონია
- სტენოკარდია
- შაკიკი
- ქოლეცისტიტი
- კოლიკა სპაზმური
- სპაზმები საშარდე გზების
- ასთმა ბრონქული
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას. მას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება. დიდი დოზებით იგი ამცირებს გულის კუნთის აგზნებას, ანელებს გულის შიდა გამტარობას
ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სისხლძარღვების სპაზმების დროს (ჰიპერტონია, სტენოკარდია, შაკიკი), გლუვი მუსკულატურის და მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმების, (ქოლეცისტიტი, სპაზმური კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები), ბრონქული ასთმის შემთხვევაში
მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 2-3 ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ოფლიანობა
უკუჩვენება
მსხვილი ნაწლავის ქვემო ნაწილის ანთებითი პროცესი.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ნახება გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

Viewed 449 times by 91 viewers


