Posts Tagged ‘ქოლეცისტიტი’
ზოგადი ინფორმაცია
ქოლენატი (გრანული). Qolenat. ფიტოპრეპარატების ჯგუფის ნაღვლმდენი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება– comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ გრანულის ფორმით. 1 გრანული შეიცავს კატაბალახას ფესურებს და ფესვებს, აბზინდას ბალახს, პიტნის ფოთოლს, სვიის გირჩს, კრაზანას ბალახს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ქოლეცისტიტი
- ჰეპატიტი
- ქოლელითიაზი
- დისკინეზია სანაღვლე გზების
- ნაღველის შეგუბება ნაღვლის ბუშტში
- ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყისი ეტაპი
- გასტრიტების დროს სეკრეტორული უკმარისობა
- მეტეორიზმი
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.იგი ნაღვლის სადინარების, შარდსაწვეთისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს ქოლესტაზის მოვლენებს, ამცირებს ნაღვლის კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობას, ხოლო მთრიმლავი ნივთიერებები ავლენენ მცირედ გამოხატულ შემომგარსველ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები რეფლექსურად ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებენ ნაღვლდენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჭმლისმონელებას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია აღგზნების მომატებითა და საკვებ პროდუქტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების გაღიზიანებით. ტერპენოიდული ნაერთები ახდენენ გამოხატულ ანთების საწინააღნდეგო მოქმედებას, ასტიმულირებენ რეტიკოლოენდოთელური სისტემის ფუნქციას და ფაგოციტურ აქტივობას
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება
გამოიყენება ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებების — ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ქოლელითიაზის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს, აგრეთვე ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე, გასტრიტების დროს სეკრეტორული უკმარისობისას, მეტეორიზმის დროს.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.
უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

Viewed 353 times by 85 viewers
ზოგადი ინფორმაცია
სიმინდის ულვაში. Styli cum stigmatis Zea Maydis. ფიტოპრეპარატების ჯგუფის დიურეზული, ნაღვლმდენი საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. სიმინდის ულვაში შეიცავს სიტოსტეროლს, სტიგმასტეროლს, ცხიმოვან ზეთებს, ეთერის ზეთს, საპონინებს, მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებებს, ვიტამინ C, ვიტამინ K, გუმფისის მაგვარ ნივთიერებებს და სხვ.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ქოლეცისტიტი
- ქოლანგიტი
- ჰეპატიტი ქოლესტაზური
- ჰიპოპროთრომბინემია
- ენტეროკოლიტი
- შეშუპება
- დიათეზი ჰემორაგიული
- სისხლდენა საშვილოსნოდან
- ათეროსკლეროზი
- ჰიპოვიტამინოზი E
- კანის დაავადებები
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ, შარდმდენ და ჰემოსტაზურ მოქმედებას, ხასიათდება ჰიპოგლიკემიური თვისებებით. იგი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული და ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემიის, ენტეროკოლიტის, შეშუპების, ჰემორაგიული დიათეზის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, E ჰიპოვიტამინოზის, კანის დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში.

Viewed 410 times by 110 viewers
ზოგადი ინფორმაცია
პოლ-პალას ბალახი. Herba Aervae Lanatae. ფიტოპრეპარატების ჯგუფის დიურეზული, ნაღვლმდენი საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. პოლ-პალას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ჰეპატიტი
- ქოლეცისტიტი
- ნეფრიტი
- პიელონეფრიტი
- ცისტიტი
- პოდაგრა
- სპონდილოზი
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს სპაზმოლიზური, დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული, ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, პოდაგრის, სპონდილოზის დროს

Viewed 373 times by 94 viewers


