Tag Archives: ღრუსა

შეწოვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More