Posts Tagged ‘შარდკენჭოვანი დაავადება’
წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Брусника обыкновенная
1. ზოგადი აღწერა
წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი. ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა, ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე. Read the rest of this entry »
Viewed 3968 times by 1695 viewers
შარდკენჭოვანი დაავადება ეწოდება კენჭების გაჩენას თირკმლებში. გარდა ამისა კენჭები მამაკაცებში ძალზედ ხშირია შარდის ბუშტში პროსტატის ადენომის გამო. არსებობს ლიგატურული კენჭები რომლებიც ვითარდება შარდის ბუშტზე და მეზობელ ორგანოებზე (ძირითადათ საშვილოსნოზე) ნაწარმოები ოპერაციების შემდეგ. ამის მიზეზია გაუწოვადი ძაფის მოხვედრა შარდის ბუშტის სანათურში და მასზე მარილოვანი კრისტალების დალექვა რაც შემდგომში კენჭად გარდაიქმნება. Read the rest of this entry »
Viewed 2657 times by 1331 viewers
თირკმლებისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
| 1. | ||
| საღებავი ენდროს ფესვები
ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები გლუვი ქაფუნას ბალახი ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები |
40 გრ.
10 გრ. 10 გრ. 10 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.სამი სუფრის კოვზი მიღებული გამონაცემი, თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს, დავლიოთ დღეში სამჯერ. |
| 2. | ||
| ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები
ჭაობის კოთხუჯის ფესურაბაღის პიტნის ფოთლები მინდვრის შვიტას ბალახი შავი ანწლის ყვავილები ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები დარიჩინისფერი ასკილის ნაყოფები |
20 გრ.
15 გრ. 10 გრ. 15 გრ. 10 გრ. 15 გრ. 15 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა თბილის მონახარში საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ. |
| 3. | ||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები
ხვეულა ოხრახუშის ბალახი ჩვეულებრივი წიწმატურას ბალახი ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები მინდვრის ფშვნის ეკლის ფესვი სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი |
10 გრ.
20 გრ. 10 გრ. 15 გრ. 15 გრ. 15 გრ. 15 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.½1/2-1/3 ჭიქა თბილი მონახარში საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ. |
| 4. | ||
| საღებავი ენდროს ფესვი
მინდვრის ფშვნის ეკლის ფესვი ჩვეულებრივი სელის თესლი |
30 გრ.
20 გრ. 50 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა თბილი გამონაცემი დავლიოთ ღამით, საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს. |
| 5. | ||
| მეჭეჭიანი არყის ფოთლები
მინდვრის ფშნის ეკლის ფესვი ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები დიდი ქრისტესისხლას ბალახი სწორმდგომი მარწყვაბალახას ბალახი |
20 გრ.
20 გრ. 20 გრ. 20 გრ. 20 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა თბილი გამონაცემი დავლიოთ ღამით შარდის ბუშტისა და შარდსადინარი გზების კენჭოვანი დაავადებების დროს. |
გადასვლა საწყის გვერდზე >>>
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
Viewed 589 times by 279 viewers



