ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon – ბირთვი და soma, somatos – სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვილი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვაკებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყენებით.