Tag Archives: შექმნილი

შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ – ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფრაგმოპლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრაგმოპლასტი – (pragmoplastus ბერძნ. pragma  –  ღობე და plastos  –  წარმოქმნილი)  მკვრივი გრანულებისა და ბოჭკოებისაგან შექმნილი ფირფიტის სახის ტიხარი, რომელიც ვითარდება უჯრედის გაყოფის (ციტოტომიის) პროცესში და ერთიმეორისაგან გამოყოფს მიტოზის შედეგად წარმოქმნილ ორ მცენარეულ უჯრედს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More