Tag Archives: შპრინც

დაბინ – შპრინცის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაბინ – შპრინცის სინდრომი – მიეკუთვნება მემკვიდრეობით პიგმენტურ ჰეპატიტებს. ამ დროს აღინიშნება ღვიძლის დისტროფიული ხასიათის დაზიანება გენეტიკურად დეტერმინირებული ენზიმოპათიით. ძირითადი ნიშანია ქრონიკული ან ინტერმიტირებული სიყვითლე, გამოწვეული შეკავშირებული ბილირუბინის უპირატესი მომატებით სისხლის პლაზმაში ან პიგმენტის ორივე ფრაქციის თანაბარი მომატებით. სინონიმები: დაბინ – ჯონსონის სინდრომი, შპრინც – ნელსონის სინდრომი.

Read More