Tag Archives: შპრიცები

სპეციალური შპრიცები

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ანატომიური ან პათოლოგიური ღრუს გამოსარეცხი და მისგან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.)  საევაკუაციო, ასევე კონტრასტული და სამკურნალო ნივთიერებებისა   შესაყვანი სამედიცინო ინსტრუმენტი.

გამოიყენება: ოტოლარინგოლოგიაში, სტომატოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში და სხვ.

Read More

“რეკორდის” ტიპის შპრიცი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

shprits
აგებულება (სურ. 1.54 B):
_ გრადუირებული მინის ცილინდრი (1);
_ ლითონის დგუში (5);

ცილინდრის ერთ ბოლოზე ლითონის ფირფიტაა (ბუნიკი) (2), რომელიც გადადის სამედიცინო ნემსების ჩამოსაცმელ კონუსში, ხოლო მეორე ბოლოზე ლითონის თავია (3), რომელზეც წამოცმულია ლითონის თავსახურავი (4). დგუშს გააჩნია რგოლი (6)   დამამუხრუჭებელი მოქმედებით.  მისი გადანაცვლება ხდება  ჩახრახნილი  ლითონის ღეროს (ჭოკის) (7) საშუალებით. გამოშვებულია 1, 2, 5, 10 და 20 მლ ტევადობის ‘’რეკორდის’’ შპრიცები.   ინსულინის შპრიცებს   გააჩნიათ ორგანზომილებიანი შკალა მილილიტრებში (მლ) და ინსულინის ერთეულებში (იე).

Read More