Tag Archives: შრით

ყვითრის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბირთვი – (nucleus interphasicus) ოოციტების ციტოპ­ლაზმაში ჰეტეროგენული წარმონაქმნი, რომელიც შედგება უჯრედის ცენტრის გარშემო დაგროვილი მიტოქონდრიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული არიან კონცენტრულად მდებარე ყვითრის ფენების მრავალი შრით. ეს უკანასკნელები პროდუცირდება გოლჯის კომპლექსის სხეულაკების მონაწილეობით. ყვითრის ბირთვი ყვითრის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. სინ.ბალბიანის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

საკვერცხის პირველადი ფოლიკულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის პირველადი ფოლიკულები – (folliculi primarii ლათ. folliculus  –  პარკი) პირველდაწყებითი, ჯერ კიდევ საკვერცხეში არამზარდი ფოლიკულები. ისინი შეიცავენ I – ლი რიგის ოოციტს, რომელიც შემოვლებულია ფოლიკულოციტების ერთი შრით. სინ.პრიმორდიული ფოლიკულები (folliculi primordiales ლათ. primordius  –  პირველადი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More