Tag Archives: ჩალაგება

ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა: ამილოიდური ცილის ჩალაგება ტვინის წვრილი სისხლძარღვების კედელში. სისხლძარღვების შევიწრების შედეგად ვითარდება ტვინის იშემიური დაზიანება, ხოლო მათი გასკდომისას – სისხლჩაქცევა ტვინში. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ალცჰეიმერით დაავადებულებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი