Posts Tagged ‘ჩანასახი’
ორსულობის მე-4 კვირა
ორსულობის მე-4 კვირაზე ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 0,36-დან 1 მმ-მდეა. მე-4 კვირიდან იწყება ნაყოფის განვითარების ემბრიონული პარიოდი, რომელიც გრძელდება ორსულობის მე-10 კვირის ბოლომდე. ორსულობის მე-4 კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება; ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებასაც კი იწყებს. ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი. სწორედ ისინი წარმოადგენენ საწყისს სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ფორმირებისათვის. შიგნითა შრე – (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე. შუა ფურცლიდან (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმელები, სისხლძარღვები და გული. გარეთა ფურცელიდან – (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა. შემდგომში თითოეული ფურცლის უჯრედები იკავებენ თავთავის ადგილებს. იწყება ემბრიონის თავის ფორმირება. Read the rest of this entry »
Viewed 13670 times by 6021 viewers
ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია.
მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. Read the rest of this entry »
Viewed 41948 times by 12619 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰორმონოთერაპია – (ჰორმონები და თერაპია), ჰორმონული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენება. განარჩევენ ჩანაცვლებით (შინაგანი სეკრეციის რომელიმე ჯირკვლის ფუნქციის გამოვარდნისას), მასტიმულირებელ (ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის შესუსტებისას) შემაკავებელ ან მაბლოკირებელ (ჯირკვლის მიერ ჰორმონის ჭარბად გამომუშავებისას) ჰორმონოთერაპიას. იყენებენ აგრეთვე მრავალი ისეთი დაავადების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ენდოკრინულ დარღვევებთან. [“1”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1558 times by 341 viewers


