Tag Archives: ცელომი

ცელომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცელომი – (coeloma ბერძნ.koiloma – ჩაღრმავება, ღრუ; სინ. მეორადი ღრუ, დეიტროცელი, მეტაცელი) ჩანასახის ღრუ, რომელიც მეზოთელიუმით არის ამოფენილი. მეზოთელიუმი წარმოქმნილია მკვრივი მეზოდერმული ნერგის უჯრედების განშრევებით – გაწევით (მაგალითად, კანეკლიანებში, ლანცეტაში), ან პირველადი ნაწლავის გადაზონრვით ძუძუმწოვრებსა და ადამიანში. ცელომიდან წარმოიქმნება პერიკარდიული, პლევრული და მუცლის ღრუები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

ჩანასახსგარე ცელომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახსგარე ცელომი – / ექსტრაემბრიონული / (coeloma extraembryonale სინ.ეგზოცელომი)     ცელომის ნაწილია, რომელიც მდებარეობს ჩანასახის სხეულის გარეთ, მაგ., ამნიონსა და ქორიონს, ქორიონსა და ყვითრის პარკს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More