Tag Archives: ცეცხლნასროლი

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

Read More

ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,

Read More