Tag Archives: ციისათვის

უხიფათო ელექტრონული გარიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.

Read More

რეტიკულური ფორმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ფორმაცია – 1. (formatiore ticularis; სინ.: რეტიკულური სუბსტანცია)  სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილებში. რეტიკულური ფორმაციისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოების არსებობა,  რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც მოცემული წარმონაქმნი მიკროსკოპის ქვეშ მოგვაგონებს ბადეს. 2.  სტრუქტურების ერთობლიობა თავის ტვინის ცენტრალურ განყოფილებებში;

Read More