Tag Archives: ცისტა

ძვლის ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის ცისტა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი – ძვალშიგა ღრუ, რომელიც შეიცავს სეროზულ ან ჰემორაგიულ სითხეს. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სანამ არ შეურთდება პათოლოგიური მოტეხილობა, რის შემდეგაც შესაძლოა თვითშეხორცება; პროცესი აქტიურია, შესაძლოა განმეორება. მკურნალობა კონსერვატულია: ცისტის ღრუში სამკურნალო საშუალებების შეყვანა. ანევრიზმული ცისტა ხასიათდება უფრო აგრესიული ზრდით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ცისტა კბილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტა კბილის – სინონიმი–კბილის ფესვის ირგვლივი ყბის ცისტა–ღრუ, რომელიც მდებარეობს კბილის ალვეოლის წანაზარდების სისქეში, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყბის ნაწილებიც, ამოფენილი გარსითა და გავსებული მოყვითალო ან მოყავისფერო სითხით, რომელიც შეიცავს ქოლესტერინის მარცვლებს, ჩირქს (ჩირქოვანი ცისტები), ლორწოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა