Tag Archives: ციტოზი

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ენდოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდოციტოზი – (endocytosis ბერძნ.endon – შიგნით და იხ.ციტოზი) ნივთიერებების შესვლა უჯრედში პინოციტოზისა და ფაგო­ციტოზის გზით და ციტოპლაზმაში ორი ტიპის ვაკუოლის (ენდოსო­მების), პინოსომებისა და ფაგოსომების წარმოქმნით. ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1962). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა