Tag Archives: ციულ

უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომე­ლიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძ­ველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული

Read More

რედრესაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედრესაცია – 1. (ფრანგ. redresser – გასწორება) მკურნალობის ქიურგიული მეთოდი: კიდურების ან ხერხემლის დეფორმაციის ძალისმიერი გასწორება. გამოიყენება კონტრაქტურების, ფიბროზული ანკილოზების დროს. 2.  სახსრების კონტრაქტურებისა და ხერხემლის ღერძის დეფორმაციების უსისხლო გასწორება რბილი ქსოვილების გაჭიმვით. განასხვავებენ ერთმომენტიან რედრესაციას, როდესაც გასწორება ხდება ერთჯერადად, ეტაპურს – განმეორებითი მანიპულაციებით გარკვეული პერიოდების  შემდეგ,

Read More