ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არტეფაქტი – (artefactus ლათ.ars, artis – ხელოვნება და factum – გაკეთებული) ჰისტოლოგიურ პრეპარატებში ხელოვნური წარმონაქმნები (ნივთიერების, სურათის, სტრუქტურის), რომლებიც წარმოიქმნებიან ანათლების ტექნიკური დამუშავების შედეგად (ფიქსაციის, პარაფინსა და სხვა გარემოში ჩაყალიბების, მიკროტომით დაჭრის, ანათალების შეღებვის დროს და სხვა). არტეფაქტების მაგალითები შეიძლება იყოს ანათალების ნაბზარები და ნახლეჩები, საღებავების დალექვა,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – საფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).