Tag Archives: წარმონაქმნები

არტეფაქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არტეფაქტი – (artefactus ლათ.ars, artis – ხელოვნება და factum – გაკეთებული) ჰისტოლოგიურ პრეპარატებში ხელოვნური წარმო­ნაქმნები (ნივთიერების, სურათის, სტრუქტურის), რომლებიც წარმოიქ­მნებიან ანათლების ტექნიკური დამუშავების შედეგად (ფიქსაციის, პარაფინსა და სხვა გარემოში ჩაყალიბების, მიკროტომით დაჭრის, ანა­თალების შეღებვის დროს და სხვა). არტეფაქტების მაგალითები შეიძლება იყოს ანათალების ნაბზარები და ნახლეჩები, საღებავების დალექვა,

Read More

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More