Tag Archives: წებო

ოლიგოდენდროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოდენდროგლია – (ბერძ. dendron – ხე, glia – წებო) ცენტრალური ნერვული სისტემის გლიური ქსოვილის სახესხვაობა, რომელიც შედგება მცირე რაოდენობის მორჩების მქონე უჯრედებისაგან (ოლიგოდენდროციტები), რომელიც გარს ერტყმის ნეირონის სხეულს; ძირითადი ფუნქციაა მიელინის გარსის ფორმირება ნერვული ბოჭკოების ირგვლივ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More